

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე საბა მინდიაშვილი ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენი 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
საბა მინდიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
„გამარჯვების თასი“ 17-წლამდელთა შორის ჩატარდა. ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება