გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან.
რეჟისორი თათა პოპიაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მახინჯი“ წარუდგენს.
საპრემიერო ჩვენება 25 და 26 აპრილსა, 19:00 საათზეა დაგეგმილი. სპექტაკლში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრი), სოსო მგალობლიშვილი და ვიქტორია ბოკერია მონაწილეობენ.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 16+.