ერონული ლიგის 2026 წლის სეზონის მერვე ტურის მატჩში გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა დღეს, 22 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
გასული ტურის მატჩი გორის „დილამ“ „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამჟამად, „დილა“ სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.