საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ პლეი-ოფის პირველ შეხვედრას დღეს, 24 აპრილს გამართავს. გორის გუნდი „ბათუმს“ დაუპირისპირდება.
თამაში 17:00 საათზე დაიწყება და თბილისი არენა უმასპინძლებს.
ცნობისთვის, საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „ივერიონმა“ „კსუ-კავკასია“ 82:72 დაამარცხა.