გორის სარაგბო კლუბი „გორი“ თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა - შეხვედრა ფრედ დასრულდა
გორის სარაგბო კლუბი „გორი“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 15:15 დასრულდა.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდი 10-ის ლიგაში დასარჩენად, ორმატჩიანი დაპირისპირების მეორე თამაშს „გორი“ 3 მაისს გამართავს. შეხვედრა გორის სარაგბო სტადიონზე ჩატარდება.