ქართულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ქვეყნის პირველობა ახმეტაში ჩატარდა და სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში (60 კგ; 70 კგ; 80 კგ; -90კგ; +90 კგ.) დაუპირისპირდნენ.
გორელთაგან საქართველოს ჩემპიონი გიორგი ინაშვილი გახდა. ვერცხლის მედალს კი დავით ქარელი დაეუფლა.
რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს, ფულადი თანხები და სიგელები გადაეცათ.