საზოგადოება
28.04.2026 16:05
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე გორის, სამცხე-ჯავახეთის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამშვიდობო სწავლების ცენტრის საქმიანობა აკადემიურ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს. ცენტრის დაფუძნების ინიციატივა კი ხელს შეეწყობს კონფლიქტების მშვიდობიან გზით მოგვარებას, საზოგადოების კონსოლიდაციას და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

შეხვედრის დასასრულს სამცხე-ჯავახეთის აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ წევრმა სტუდენტებმა მშვიდობის მშენებლობის თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს.
კვირის ამბები