

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ძირითადად, წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი მომდევნო დღეებშიც.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს:
7 მაისს, გორში, მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +16 გრადუსს მიაღწევს.
მაქსიმალური +18, ღრუბლიანობა, პერიოდულად წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 8 მაისს.
დღე უნალექოდ ჩაივლის 9 – 10 მაისს და ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.
11 – 16 მაისამდე, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანობა, პერიოდულად წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, აღნიშნული დღეების განმავლობაში მოსალოდნელია +17 - 20 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება