

ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან იტალია განმეორდება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,მოამბის“ ეთერში.
„ნუ გავაკეთებთ ისე, რომ რაც იყო დღემდე, რომ მაქსიმალურად გავაჩერეთ ვირუსის გავრცელება, წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. დისტანცირება ოჯახშიც არის საჭირო არათუ გარეთ. თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს, დაბრუნებისას იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. თუ არ დავრჩებით სახლში ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება