ჩრდილების სახელმწიფო თეატრი - „ბუდრუგანა-გაგრა“ (აფხაზეთი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში სპექტაკლს გამართავს.
გელა კანდელაკის რეჟისორობით დადგმული წარმოდგენა - „წელიწადის ოთხი დრო“, ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში 9 ივნისს ჩატარდება და 13:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მონაწილეებს, სპექტაკლში ვადიმ შუბითიძე, ლევან ჩაჩანიძე, პაატა შენგელია, ზურაბ ქვაჩახია, ქეთევან ჭიტაძე, ელენე მურჯიკნელი, შორენა ფსუტური და ნინო გოგოძე მონაწილეობენ.
სპექტაკლი - „წელიწადის ოთხი დრო“, სოფელ ნიქოზში საქართველოს კულტურის სამინისტროს, ჩრდილების სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.