

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტშიც, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია პერიოდულად ნალექი.
გორის მუნიციპალიტეტში 7-დან 15 ივლისის ჩათვლით, მოსალოდნელია ღრუბლიანობა და დროგამოშვებით წვიმა.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 8 ივლისს, დღის საათებში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, დანარჩენ დღეებში კი, მოსალოდნელია 26-27 გრადუსი.