

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კინოთეატრ გამარჯვების წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ორივე მათგანმა სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო.
დაშავებულები გორში მოქმედ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
დაშავებული დედა, 41 წლის ქალი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.
3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.