

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ავიაკომპანია China Eastern Airlines რეისებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
„ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესის და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება“, - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველებს ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ceair .com შეუძლიათ.