საზოგადოება
07.08.2026 13:05
2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება
2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. უკვე ცნობილია როგორც ოფიციალური უქმე დღეები, ასევე ზამთრის და გაზაფხულის არდადეგების განრიგიც.

რაც შეეხება ოფიციალურ უქმე დღეებს, როდესაც მოსწავლეები არ ისწავლიან, 11 დღეს მოიცავს:

14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;
23 ნოემბერი – გიორგობა;
7 იანვარი – შობა;
19 იანვარი – ნათლისღება;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული ერთიანობის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე;
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე;
17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის არდადეგები 2026 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2027 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება. გაზაფხულის არდადეგებზე კი მოსწავლეები 2027 წლის 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
კვირის ამბები