ტურიზმი
07.08.2026 14:38
1-ელი იანვრიდან 3 აგვისტომდე გორის მუნიციპალიტეტს 272 118 ვიზიტორი და ტურისტი ეწვია
2026 წლის ივლისში გორის მუნიციპალიტეტს 57 977 დამთვალიერებელი ეწვია, - აღნიშნულის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 3 აგვისტომდე გორის მუნიციპალიტეტს 272 118 დამთვალიერებელი სტუმრობდა, მათ შორის, 212 652 უცხოელია.

რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, მუნიციპალიტეტს ტურისტული ობიექტების დასათვალიერებლად იანვარში - 12 702, თებერვალში - 15 401, მარტში - 16 822, აპრილში - 32 885, მაისში - 65 580, ივნისში - 70 751, ხოლო ივლისში 57 977 ვიზიტორი და ტურისტი ეწვია.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 23 მაისს გაიხსნა.
კვირის ამბები