70-დან 70 - გორელმა გიორგი ჭავჭავაძემ ინგლისური ენის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა აიღო
გორელმა გიორგი ჭავჭავაძემ ინგლისური ენის გამოცდაზე მაქსიმალური - 70-დან 70 ქულა აიღო.
გიორგი გორის მე-10 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია და როგორც „გორის მაცნესთან“ სკოლის დირექტორმა ნინო წიკლაურმა აღნიშნა, სკოლის ოქროსმედალოსანი მოსწავლე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე აბარებს. იგი მონაწილეობდა, ასევე 2023 წელს „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის მიერ ინიცირებულ ერთობლივ STEM პროექტში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მენტორობას უწევდა სკოლაში STEM კლუბს.
გიორგი ჭავჭავაძის დედის, იამზე ქარელიშვილის თქმით, გიორგი ბავშვობის ასაკიდანვე განსაკუთრებული სიბეჯითით გამოიჩეოდა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით ოჯახი და ახლობლები ძალიან გაახარა.