

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 561 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 95 პირი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი