ყველაფერი
16.09.2026 09:36
16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადადის, რაც, ზოგად, ენერგიას უფრო აქტიურს, ოპტიმისტურსა და კომუნიკაბელურს ხდის, თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ე.წ. „უკურსო მთვარის“ პერიოდს, ამ დღეს, ახალი საქმეების წამოწყება ან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება რეკომენდებული არ არის.

♈ ვერძი
მთვარის გადასვლა ცეცხლის სტიქიაში შთაგონებისა და ენერგიის მოზღვავებას მოგიტანთ. ეს ძალა სწავლასა და სამომავლო გეგმების დასახვას მოახმარეთ. პარტნიორული ურთიერთობები დღეს პროგრესის გასაღებია, ამიტომ, მარტო მოქმედებას სხვების აზრის მოსმენა ჯობია. პრობლემებს ეტაპობრივად მიუდექით.

♉ კურო
ყურადღება ფინანსურ რესურსებსა და შინაგან სიმშვიდეზე გადაიტანეთ. დღე ხელსაყრელია ძველი ვალების დასაბრუნებლად ან ფინანსური საკითხების პრაგმატულად მოსაგვარებლად. მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებსა და ემოციურ გადაწყვეტილებებს. ოჯახის წევრების სტუმრობა პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

♊ ტყუპები
კომუნიკაცია თქვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მერკურის გავლენით, თქვენს ფიქრებსა და იდეებს ფართო გასაქანი უნდა მისცეთ. რასაც დღეს წარმოიდგენთ, შესაძლოა, ხვალ თქვენს რეალობად იქცეს, თუმცა, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და გარშემომყოფების მოსმენა გმართებთ.

♋ კირჩხიბი
დღევანდელი გამოწვევები თქვენი წარსული გადაწყვეტილებების შედეგია. ნუ იმოქმედებთ დაფიქრების გარეშე. იუპიტერის მხარდაჭერა ემოციურ ზრდასა და სტაბილურობაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწიოთ, რაც გარშემომყოფთა აღიარებას მოგიტანთ.

♌ ლომი
საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ამიტომ, აუცილებელია, მიზნები შეამციროთ და მხოლოდ 2-3 უმნიშვნელოვანეს საქმეზე მოახდინოთ კონცენტრაცია. ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას მაინც ვერ შეძლებთ. დილის საათებში ეცადეთ დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები მოიკრიბოთ.

♍ ქალწული
საუკეთესო გზა სხვების დასარწმუნებლად არის ის, რომ თქვენი სიტყვები საქმედ აქციოთ. გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა და შარმი დღის პირველ ნახევარში, რათა ადამიანები თქვენს მხარეს გადმოიბიროთ. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების.

♎ სასწორები
მთვარის გავლენა ემოციურ ბალანსსა და ურთიერთობებში მეტ სიცხადეს მოგიტანთ. ვინმეს მიმართ თქვენი სიმპათია საგრძნობლად გაიზრდება, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ მათი ნაკლოვანებები ვერ შეამჩნიოთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სტაბილურობისკენ მიისწრაფეთ.

♏ მორიელი
თუ კარგად იცნობთ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, დღევანდელი დღე საერთოდ არ შეგაშინებთ. სანამ სხვები პანიკაში არიან და აქეთ-იქით აწყდებიან, თქვენ მშვიდად და წარმატებულად გააგრძელებთ თქვენი საქმის კეთებას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

♐ მშვილდოსანი
მთვარე თქვენს ნიშანში შემოდის და პოზიტიურ ენერგიას გჩუქნით. თუმცა, თქვენი ზედმეტი ნდობისა და ღიაობის გამო, შესაძლოა, ფხიზლად ყოფნა დაგჭირდეთ - არსებობს იმის რისკი, რომ კონკურენტებმა ან ოპონენტებმა თქვენს წინააღმდეგ რაღაც განიზრახონ.

♑ თხის რქა
დღე ხელსაყრელი და მშვიდია. შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ საჭიროებებზე და შეიძინოთ დიდი ხნის ნანატრი ნივთი. თუ ვინმეს გაკრიტიკება მოგიწევთ, დაეყრდენით მხოლოდ ფაქტებს. საყვარელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი სიმშვიდეს მოგიტანთ.

♒ მერწყული
რაზეც უნდა მუშაობდეთ, ეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად გაამარტივოთ. როგორც კი საქმეს გაართულებთ, სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავთ. გონება ჩვეულებრივზე სწრაფად მუშაობს ახალი კავშირების დასამყარებლად. დასახული გაქვთ მიზანი, რომელსაც დღეს აუცილებლად უნდა მიაღწიოთ.

♓ თევზები
დღეს განსაკუთრებული სიფხიზლე გმართებთ. გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი გეგმების ჩაშლა გაუხარდებათ, ამიტომ, ნუ მისცემთ მათ ამის შანსს. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს. შემოქმედებითი საქმიანობისთვის და სწავლისთვის ენერგია ხელსაყრელია.
კვირის ამბები