საზოგადოება
16.09.2026 15:34
შიდა ქართლის სკოლებში ახლადდანიშნულ მანდატურებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი შეხვდა
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი შიდა ქართლის იმ საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც მანდატურის სამსახური პირველად შევიდა.

გორის მუნიციპალიტეტში მაჭარაშვილი ბერშუეთის საჯარო სკოლაში მივიდა და ახლადდანიშნულ მანდატურებს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ისინი სკოლაში ბავშვების მხარდაჭერასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გაფართოვდა და ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 15 საჯარო სკოლას მოიცავს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით ქვეყნის მოსწავლეთა 90%-ზე მეტს ფარავს. სამსახური საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ქვეყნის მასშტაბით, 735 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს.
კვირის ამბები