სპორტი
16.09.2026 15:35
გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა საზაფხულო ტურნირებში გაიმარჯვეს
გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა საზაფხულო ტურნირები გამარჯვებით დაასრულეს.

15-წლამდელთა გუნდმა ფოთში გამართულ შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა. ფინალში გორელებმა ქუთაისის გუნდი „მართვე“ დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ გორელი ნიკოლოზ ჩუხრუკიძე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საუკეთესო მეკარის ტიტული კი მათე კოკოზაშვილს ერგო (გუნდის მწვრთნელები: ვაჟა ხაჩირაშვილი, დავით ხოხობაშვილი, მამუკა ვარდოსანიძე).

რაც შეეხება 11-წლამდელთა გუნდს, გორელებმა რევაზ ჩელებაძის სახელობის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს. შეჯიბრი ქობულეთში ჩატარდა და 26 გუნდი მონაწილეობდა. გადამწყვეტ შეხვედრაში „გორი“ თბილისის „ვიკინგს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ტურნირის საუუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გორელ მათე კარელიძეს გადაეცა. ნომინაციაში „საუკეთესო მეკარე“ ლუკა ბაკურაძემ გაიმარჯვა (მწვრთნელები: არჩილ ოლგესაშვილი, ბაჩო ცხადაძე).
კვირის ამბები