დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ქალთა და ბავშვთა საბჭოს, შიდა ქართლში „ქართული ოცნების" ქალთა ოგანიზაციის და გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში სკრინინგის აქციები ჩატარდება.
15 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე (სტალინის გამზ. №16), ხოლო 16 ოქტომბერს სოფელ ტყვიავში (ჯანდაცვის ცენტრი), მოქალაქეები კვლევების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, ძუძუს კიბოს (40-დან 70 წლის ჩათვლით) და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-დან 60 წლის ჩათვლით) ჩატარდება. გამოკვლევები შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ მამომობილის და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართება.