

ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები დღეს დილით საქართველოში უკვე მეორედ შეიცვალა. Covid 19-ით ინფიცირების კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა.
გუშინ საღამოდან ამ დრომდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4949 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 555 პაციენტი.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება