

დღეიდან, 11 მაისიდან, გაუქმდა თბილისში შესვლასა და დედაქალაქიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაბამისად, დილის 6 საათიდან 21 საათამდე ნებისმიერ მოქალაქეს და სატრანსპორტო საშუალებას (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) შეუძლია დაუბრკოლებლად გადაადგილება.
რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედებას, კვლავ ძალაში რჩება და 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
ასევე, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც ფიზიკური დისტანციის დაცვას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებას ეხება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი