

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ფაქტი დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 32-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 639-ა, აქედან 349 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი.
ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 ადამიანია გარდაცვლილი.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი