

Covid 19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში და საერთო ჯამში, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 702 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დამატებით, 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 456 გახდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3787 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 337 პაციენტი, 12 გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი