

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 721-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულებს კი - 10 მოქალაქე შეემატა.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი