

Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 3 ერთეულით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 738-ს მიაღწია. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 573 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 250 პაციენტი, 12 გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი