

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ 3 დაემატა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 576-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროითვის, კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250 - პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი