

Covid 19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 809 ერთეული გახდა. 674-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 304 პაციენტია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება