

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედპერსონალის განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. კლინიკაში შეყვანისას, პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაში იქნა მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით იყო აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა სავარაუდოდ მუხლი გადაკვალიფიცირდება და დამნაშავის მიმართ სასჯელი გამკაცრდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება