

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს ჭრილობა აღენიშნება მხრის მიდამოში, დაზიანებულია ვენა და არტერია, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, თვითმხილველები დაპირისპირების მიზეზად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ. სავარაუდოდ, კონფლიქტში მონაწილე ორივე პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 118-ე მუხლით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება