

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გორის გარდა Covid-19 კასპშიც დადასტურდა. ინფიცირებული 61 წლის ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.
დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კასპში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, პარალელურად, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
,,ინფიცირების კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კასპში. ამ შემთხვევაში, წყარო ცნობილია. ინფიცირებული 61 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფთა წრე, 5 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა“, - განაცხადა საუბრისას დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გორში დადასტურდა. ინფიცირებული ,,ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის თანამშრომელია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება