

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ 19-ის ათი ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. გამოჯანმრთელებულებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1049, გამოჯანმრტელებულია 903 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5534 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 პირია.
კორონავირუსის შედეგად საქართველოში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.