

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ 19-ის თხუთმეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 12-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1197, გამოჯანმრთელებულია 974 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 პირია.
კორონავირუსის შედეგად საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.