

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-ია.
ორგანიზაციის ცნობითვე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ დროსთვის, ქვეყანაში კოვიდინფექციის დიაგნოზით 232 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.