

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში1650 გახდა. ინფიცირების აღნიშნული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელდა 1310-ს პაციენტი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 299 პირი.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი