

გორელმა პროფესიონალმა მოკრივემ ნიკა სეხნიაშვილმა ფლორიდაში გამართული ორთაბრძოლა ამერიკელ ალექსის გაიტანთან ნოკაუტით მოიგო.
26 წლის სეხნიაშვილი მესამე წელიწადია რაც პროფესიონალებს შორის ასპარეზობს. მან ამჯერად მეშვიდე ბრძოლა გამართა და ჯერ არცერთხელ დამარცხებულა. 7–დან 5 კი სულაც ნოკაუტით მოიგო.
პროფესიონალებში გადასვლამდე სეხნიაშვილი მოყვარულ მოკრივეთა შორის გამოდიოდა, არაერთხელ იყო საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება