

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2227 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1369 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.