

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3502 გახდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1494 გახდა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი