

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მტავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 265-ით მოიმატა, ხოლო 54 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 5584 მოქალაქე, სტაციონარში კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი