

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19 საქართველოში კიდევ 326 პირს დაუდასტურდა. მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 6192-ს შეადგენს.
კარატინის რეჟიმში იმყოფება 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.
კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში 36 პაციენტი გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი