

გორის გასასვლელთან, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მკურნალობა გორში, ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თბილისში, კლინიკა ,,ჯერარსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გორის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში, პოლიტრავმით შეიყვანეს. შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
„ნისანის“ მარკის ჯიპი გზის ნაპირზე გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება