

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ დღეს მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ, ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი