

კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვნად მატების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა.
აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 7 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება. სხდომას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა, მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი გახარია უძღვებოდა.
საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერს, ვიცეპრემიერს და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსული ინფექცია გასულ კვირაში დაუდასტურდათ.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი