

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.
გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1124 გახდა.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი. მთლიანობაში, კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი