

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, თოიძის ქუჩაზე, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობები დაიდგა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ზემოხსენებულ ლოკაციაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინვენტარის განთავსებაადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გადაწდა. პროექტის ღირებულება 21 238 ლარია.
GMnews-ის ინფორმაციით,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტი ხორციელდება. პროგრამისთვის, 2020 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.