პროექტი გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჭრა-კერვის შესწავლის გარდა, ნიქოზში მოქმედი ხელოვნების სკოლის შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებისთვის ტრადიციული სამოსის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარების და შესაძლებლობების განვითარებაში.