კელი დეგნანმა ისტორიული ძეგლი - გორის ციხეც დაათვალიერა, სადაც გორისა და ატენის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ ანდრიას შეხვდა და ცნობილი გორელი ოსტატის, იასამნისფერჭიქურიანი კერამიკის ავტორის, გიორგი ტატულაშვილის შემოქმედებას გაეცნო.
ჰოსპიტალში შესვლამდე ყველა პირს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, შიდა პერიმეტრზე კი, პაციენტები ვალდებულნი არიან დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შიდა ქართლში სტუმრობისას გორის მუნიციპალიტეტის მერს და მხარის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.
შეგახსენებთ, ახალი კვირიდან შიდა ტურიზმი იხსნება და მთავრობა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისკენ მოუწოდებენ .
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გორში მცხოვრებ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათებიც გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, თბილისის გარეთ პირველი ვიზიტი გორში განახორციელა და იმედი გამოთქვა, რომ თანაშმრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.