ინფიცირებული 53 წლისაა, იგი სატვირთოს მძღოლია და ვირუსული ინფექცია Covid 19 ტვირთის გადაზიდვისას, სოხეთში დაუდგინდა.
,,გორმედის“ ქსელის გორის და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ბოლო ერთი დღის განმავლობაში ლაბორატორიაში ნიმუშები არ გაგზავნილა.
COVID 19-ით გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე იყო კრიტიკული და კორონავირუსის გარდა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
გორის გარდა, დაიხურა შიდა ქართლში მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი (კასპში, ქარელსა და ხაშურში).
გუშინდელთან შედარებით, შიდა ქართლში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის ფაქტები განახევრდა.