მოქალაქეებს 2538178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.
მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად წარუდგინა.
1-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, პროფესიული განათლების პროგრამებზე დარეგისტრირდეს და სასურველ პროფესიას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს.
გუგუტიანთნთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ლევან რაზმაძე ,,ლელოს“ მადლობას უხდის დაპირებული კოტეჯისთვის, თუმცა, ამბობს, რომ შექმნილი ვითარებით ოჯახი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.